ვინ არიან რეფორმირებული “საპარტნიორო ფონდის” სამეთვალყურეო საბჭოში? – სია

ვინ არიან რეფორმირებული “საპარტნიორო ფონდის” სამეთვალყურეო საბჭოში? – სია

რეფორმირებულ “საპარტნიორო ფონდს”, ანუ “საქართველოს განვითარების ფონდს” ახალი მენეჯმენტი ჰყავს. დირექტორის პოსტი დატოვა დავით საგანელიძემ, რომელმაც ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლა. კომპანიის დირექტორად კი ბესიკ ბუგიანიშვილი დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე “მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის” დირექტორი იყო. 

ფონდის საბჭოს ახალი წევრები არიან:

ავთანდილ სილაგაძე, რომელიც 2014 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ხელმძღვანელია. სილაგაძე 2004-2008 წლებში დეპუტატის პოსტს, 1998-2002 წლებში კი კონტროლის პალატის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. 2013 წლიდან ის მეცნიერებათა აკადემიის წევრია.

მერაბ კაკულია, რომელიც 2020 წლიდან “საპარტნიორო ფონდის” რისკების მართვისა და ანალიტიკური სამსახურის უფროსის პოსტს იკავებს. ამავდროულად, 2010 წლიდან ხელმძღვანელობს GIPA-ს ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამას. ბიოგრაფიის მიხედვით, მერაბ კაკულია 2023 წლის იანვრიდან არის ციფრული ბანკის ლიცენზიის მაძიებლის, “ჰეშ”-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მერაბ კაკულია 1993-2005 წლებში სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. 

ნანა ადეიშვილი, რომელიც 2022 წლიდან EBRD-ის თბილისის ავტობუსების რეფორმის პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებს. 2020-2022 წლებში ის EBRD-ის პროექტ “მომავლის ქალაქები-მომავლის ქალების” ეროვნული პროგრამის მენეჯერი იყო. 2020-2021 GIZ-ის ეკონომიკური კლასტერის პროგრამის ექსპერტის პოსტს იკავებდა; 2016-2019 წლებში კი ADB-ის პროგრამა მომავლის ქალაქების მეტროს რეკონსტრუქციის პროექტის ეროვნული პროგრამის მენეჯერის პოსტს იკავებდა. 

“საქართველოს განვითარების ფონდის” პრესსამსახურში BMG-ის განუცხადეს, რომ ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული, თუ რა იქნება სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა თანამდებობრივი სარგო. 

კითხვაზე თუ ვინ შეარჩია აღნიშნული წევრები საბჭოში, ფონდის პრესსამსახურში პასუხს ჯერჯერობით არ იძლევიან. ასევე უცნობია სულ რამდენი კანდიდატი მონაწილეობდა გასაუბრებების პროცესში. 

მსგავსი სიახლეები

საპენსიო სააგენტოს აქტივებმა 5 მილიარდს გადააჭარბა

საპენსიო სააგენტოს აქტივებმა 5 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს საპენსიო სააგენტოს ატქივებმა დღეს 5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეს თანხა წარმოადგენს 1.3 მილიონი ადამიანის საპენსიო დანაზოგს, რაც ერთ მონაწილეზე საშუალოდ…
რამდენი ადამიანი მუშაობს სებ-ში და რა არის სახელფასო ხარჯები – წლიური ანგარიში

რამდენი ადამიანი მუშაობს სებ-ში და რა არის სახელფასო ხარჯები…

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, ეროვნულ ბანკში საზედამხედველო/მომხმარებელთა დაცვის მიმართულებების გაფართოების პარალელურად, იზრდება მასში დასაქმებულ…
რუსული ნავთობი ევროპაში თურქეთის გავლით ხვდება. კრემლის მოგება – $3 მლრდ – POLITICO

რუსული ნავთობი ევროპაში თურქეთის გავლით ხვდება. კრემლის მოგება –…

ახალი კვლევის თანახმად, დასავლური სანქციების შემდეგ, რუსული ნავთობი ევროკავშირის ქვეყნებში, თურქეთის გავლით, შენიღბული ტვირთის სახით ხვდება. “გასული წლის მაისში თურქეთის სამხრეთით, სირიის საზღვრიდან…